ახალი ამბები
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი ეწვია.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი თავის პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგასთან ლადო გურგენიძესთან გამართავს, მოგვიანებით ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს.
5 თებერვალს ანდრუს ანსიპი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში – ”ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში”, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)