ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას ითხოვს

რიჩარდ ლუგარმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებას აპრილში ბუქარესტის სამიტზე.

31 იანვარს რეზოლუციის პროექტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენისას, ლუგარმა განაცხადა, რომ დროა აშშ-მ იკისროს წამყვანი როლი და მოუწოდოს თავის მოკავშირეებს ნატოში მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.

”საქართველოს და უკრაინის ლიდერებმა ნათლად დააფიქსირეს თავიანთი სურვილი ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ორივე მათგანმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატოს სტანდარტების განხორციელების კუთხით,” – განაცხადა ლუგარმა.

მან ასევე აღნიშნა 5 იანვარს საქართველოში ჩატარებული პლებისციტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 77%-მა დაუჭირა მხარი.


თუმცა სენატორი ასევე ხაზს უსვამს, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, სანამ ნატოს წევრობას შესთავაზებენ.  ”MAP წევრობის გარანტიას არ იძლევა,”- აღნიშნა მან.


”ნატოს პოტენციური წევრობა უბიძგებს ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა და სამოქალაქო საზოგადოება. ნატოსთან უფრო ახლო ურთიერთობა ხელს შეუწყობს ამ ღირებულებებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთოების საქმეში,” – აცხადებს ლუგარი.

ამჟამად, საქართველო ნატოსთან ”ინტენსიურ დიალოგს” აწარმოებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button