ახალი ამბები

იაკობაშვილს სახელმწიფო მინისტრის პოსტი შესთავაზეს

თემურ იაკობაშვილს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი შესთავაზეს.


”ამ ინფორმაციას ვადასტურებ,” – განუცხადა იაკობაშვილმა Civil.Ge-ს 23 იანვრის საღამოს, თუმცა სხვა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა. ”მოდით დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას,” – დასძინა მან.

ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, მედიის ვარაუდით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს შეცვლის რა ამ პოსტზე გელა ბეჟუაშვილს, რომელიც შესაძლოა, კვლავ უშიშროების საბჭოს მდივანი გახდეს.


ამავე დროს, საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ გია ნოდიას, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორს, განათლების მინისტრობა შესთავაზეს.

გია ნოდიაც და თემურ იაკობაშვილიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზით პოლების ორგანიზატორებს შორის იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button