ახალი ამბები

ამერიკული საინვესტიციო ფონდი უძრავი ქონების კომპანია ”იბერიას” აქციონერი ხდება

ნიუ-იორკში განთავსებული საინვესტიციო ფონდი Firebird უძრავი ქონების ბაზარზე წამყვანი ქართული კომპანიის ”იბერია”-ს აქციების 40%-ის მფლობელი გახდა შეიძინა რა 11 ათასი ახალი გამოშვებული აქცია.


გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


კომპანია ”იბერია” აცხადებს, რომ ინვესტიციიდან მოზიდული თანხები მოხმარდება კომპანიის პროექტების პორტფელის შემდგომ განვითარებას და გაზრდას, რაც გულისხმობს როგორც არსებული პროექტების ხელშეწყობას, ასევე თბილისსა და რეგიონებში ახალი ბიზნეს პროექტების განვითარებას.


ფონდი Firebird-ი მართავს 3,8 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს, მათ შორის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტს საქართველოში. ფონდი საქართველოს ბანკის აქციონერიცაა.


 

Back to top button