Placeholder canvas
ახალი ამბები

ათასობით მოქალაქე აპროტესტებს სააკაშვილის ინაუგურაციას

ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა დღეს იპოდრომზე მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ფიცი დადო.


ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ 17 იანვარს გამოაცხადა, რომ არ ცნობს პრეზიდენტ სააკაშვილის ლეგიტიმურობას და მხარდამჭერებს 20 იანვრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლო დღეების რიტორიკა მიუთითებს, რომ აზრი დაკარგა მოთხოვნამ უკვე არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მათ კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს შორის არჩევნების მეორე ტურის გამართვის თაობაზე.  ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ ზეწოლას ხელისუფლებაზე, მათ შორის საპროტესტო აქციების გზითაც, რათა მოიპოვონ ბერკეტები მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციებზე იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე.

მსგავსი/Related

Back to top button