Placeholder canvas
ახალი ამბები

”რუსთავი 2” მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა 16 იანვარს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სულ ცოტა ოთხი მინისტრი დატოვებს თანამდებობას ახალ მთავრობაში, რომლის შემდგენლობაც 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი.


ტელეკომპანიის ვარაუდით, თანამდებობების დატოვება მოუწევთ ეკონომიკის მინისტრს გიორგი არველაძეს, ჯანდაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს, სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძეს და კულტურის, ძეგლთა დაცვისა  და სპორტის მინისტრს გოკა გაბაშვილს.


”რუსთავი 2”-ის განცხადებით, შესაძლოა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგეს სათავეში.


ტელეკომპანიის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია თავის თანამდებობას საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებს, ხოლო არჩევნების შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში გადავა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button