skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 იანვარს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შეხვდა ომბუდსმენის ოფისში.


დღევანდელ შეხვედრას წინ უძღვოდა სუბარის ღია წერილი სააკაშვილის სახელზე. 14 იანვარს სახალხო დამცველმა გააფრთხილა სააკაშვილი, რომ თუ არ მოხდებოდა ადამიანის უფლებებზე სერიოზული ყურადღების მიქცევა მის მეორე საპრეზიდენტო ვადაში, ნოემბრის მსგავსი კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა.


”ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ ყველასთან ვინც არის დაკავებული ადამიანი უფლებებით, ყველასთან ვინც არის დაკავებული კანონის უზენაესობით, ყველასთან ვისაც აღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. ამ მხრივ ჩვენ ვიწყებთ დიალოგს საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან და არა მხოლოდ ვიწყებთ, არამედ არ დავამთავრებთ ამ დიალოგს,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტენს შეხვედრის შემდეგ, ”გავაგრძელებთ როგორც სოზარ სუბართან მუშაობას, ასევე ყველასთან, ვინც ამ მიმართულებით აპირებს, რომ იმუშაოს ჩვენთან ერთად”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button