
ახალი ამბები
ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის ახალ მაჩვენებელს აქვეყნებს
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 1 976 208 ამომჩეველმა მიიღო მონაწილეობა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 იანვარს.
ეს მაჩვენებელი განსხვავდება ცესკო-ს მიერ ადრე გამოცხადებული მაჩვენებისგან. ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 6 იანვარს განაცხადა, რომ სულ არჩევნებში 1 912 943 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
6 იანვარს გამოქვეყნებული მაჩვენებელი არ შეიცავს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ხმები საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში მისცეს – 10,733. ამ ორი ციფრის შეჯამების შედეგად საერთო მაჩვენებელი – 1,923,676 – არ შეესებამება ცესკო-ს მიერ 11 იანვარს გამოცხადებულ აქტივობას – 1,976,208.