ახალი ამბები

72.5% ნატოში გაწევრიანებას, 69.8% საპარლამენტო არჩევნებს გაზაფხულზე უჭერს მხარს – ცესკო

5 იანვრის პლებისციტში მონაწილეთაგან 72,5% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო 69,8% საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას ემხრობა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 11 იანვარს.


პლებისციტის ჩატარებიდან მე-6 დღეს ცესკო-მ პირველად გამოაცხადა მონაცემები პლებისციტის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით. ცესკო-ს პრესსპიკერის ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით, ეს პროცენტული მაჩვენებლები 3 512-დან უმეტესობა უბნების დათვლის შედეგებს ეყრდნობა.


აქამდე პლებისციტის ამ ორ კითხვასთან დაკავშირებით მხოლოდ ეგზით პოლების შედეგები იყო ცნობილი, რომლის თანახმადაც მხოლოდ 61% უჭერდა მხარს ნატოში გაწევრიანებას; არჩევნების გაზაფხულზე გამართვის მომხრე კი 63% იყო.

Back to top button