ახალი ამბები

ყველა საჩივარზე ადეკვატური პასუხი უნდა იყოს გაცემული – ბურჯანაძე

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციებს და სასამართლოებს, რომ განიხილონ ყველა საჩივარი, რომელიც საარჩევნო დარღვევებს უკავშირდება.


”მე მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს იყოს ადეკვატური რეაგირება, იყოს მაქსიმალურად ობიექტურად განხილული ეს სარჩელები და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული. ყველა პრეტენზიაზე პასუხი იყოს გაცემული,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


ეს კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ  – ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ (საია) ღია პრეტენზიები დააფიქსირეს საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ საჩივრების განხილვის თაობაზე. .საია-მ განაცხადა, რომ მისი საჩივრები იყო იგნორირებული საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ.

Back to top button