ახალი ამბები

სააკაშვილი 53%-ით ლიდერობს – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს ხმათა 53.38% აქვს, ხოლო მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძეს  – 25.66%.


ეს შედეგები ეფუძნება 3 439 უბნის მონაცემებს, მათ შორის დამატებითი სიებით მიღებულ ხმებს. სულ 3 512 უბანია დასათვლელი. 

თუმცა 9 იანვარს ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 3 482 უბნის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ სააკაშვილს ხმათა 52.21% ჰქონდა.


ცესკო-მ საბოლოო შედეგები 13 იანვარს უნდა გამოაცხადოს. თუ მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში უბნების შედეგების გაბათილებაზე არ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მაშინ არჩევნების მეორე ტურის საჭიროება აღარ იქნება.


 

Back to top button