
ოპოზიცია ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს
ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ 13 იანვარს საპროტესტო აქციებს დაიწყებს, თუ არ მოხდება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული ხმების ხელახლა გადათვლა.
”ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს და პროტესტის ეს ტალღა გაგრძელდება, სანამ არ მოხდება ჩვენი ხმების ხელახლა გადათვლა,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან, ”თუ არ მოხდება ხმების ხელახლა გადათვლა, ჩვენ უარს ვიტყვით არ არჩევნების კანონიერების და მიხეილ სააკაშვილის კანონიერების აღიარებაზე”.
დეპუტატმა კახა კუკავამ ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემაში გააკეთა. კახა კუკავას გამოსვლა იმ შეთანხმების შედეგი იყო, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ოპოზიციურმა კოალიციამ მიაღწიეს ამ უკანასკნელისთვის პირდაპირი საეთერო დროის გამოყოფის თაობაზე.
დეპუტატმა კახა კუკავამ ისაუბრა ოპოზიციის პრეტენზიებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების მანიპულირებას ახდენს, შემაჯამებელი ოქმების ორიგინალების გაყალბების გზით.
დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან იმავე გადაცემაში განაცხადა, რომ მიუხედავად დარღვევებისა, ისინი საერთო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
კუბლაშვილმა ასევე აღიარა, რომ ზოგიერთ ოქმში ”გარკვეული ტექნიკური შეცდომები” იქნა აღმოჩენილი, თუმცა ეს შეცდომები არ იყო იმდენად სერიოზული, რომ საერთო სურათი შეეცვალა.