ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ლევან გაჩეჩილაძეს პირდაპირ ეთერში იწვევს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს დღეს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20 საათზე პირდაპირ ეთერში იწვევს.


გაჩეჩილაძემ ეს მოთხოვნა ორი დღის წინ დააყენა აქციაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გაიმართა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მომხრეები შიმშილობის აქციის დაწყებით დაიმუქრნენ.

გაჩეჩილაძემ ასევე მოითხოვა პირდაპირი ტელე-ეთერი კერძო ტელეკომპანიებში – ”რუსთავი 2”-სა და ”მზე”-ზე. მან ამ ტელევიზიებს ”მედია-ტერორში” დასდო ბრალი.

Back to top button