ახალი ამბები
სოხუმი ჩრდილოეთ კვიპროსში წარმომადგენლობის გახსნას აპირებს
სოხუმი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში წარმომადგენლობას გახსნის. ეს გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაქსიმ ღვინჟიას 5-8 იანვარს განხორციელებული ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული, იუწყება ”აფსნიპრესი”.
ვიზიტის ფარგლებში ღვინჯია თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის ხელმძღვანელობას და აფხაზურ დიასპორას შეხვდა. ჩრდილოეთ კვიპროსში 500-მდე აფხაზი ცხოვრობს.
”ჩვენ საერთო ინტერესების გვაქვს და დაინტერესებული ვართ ჩვენი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებით,”- განაცხადა ღვინჯიამ.
სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ასევე გეგმავს სხვა არაღიარებულ რესპუბლიკებთანაც, მათ შორის ტაივანთან, ურთიერთობების გააქტიურებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)