ახალი ამბები

ცესკო-მ ოთხი უბნის შედეგები გააბათილა

ოთხი უბნის შედეგები გაბათილებულია, თუმცა ეს არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 9 იანვარს.


თელავის, წალკის, მესტიის და საბურთალოს რაიონების უბნების შედეგები გაუქმდა. ”საბურთალოს და მესტიის შემთხვევაში, ამ უბნების თავმჯდომარეებმა დაარღვიეს კანონი და არჩევნების დღესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია წაიღეს… რაც იყო აშკარა მცდელობა არჩევნების ჩაშლისა,” – განუცხადა თარხნიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”ჩვენ უკვე ვთხოვეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს გამოიძიონ ეს ინციდენტები”.


”თელავში საქმე ეხებოდა ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრას… ხოლო წალკაში შეხლა-შემოხლა მოხდა და დამკვირვებლებს არ მისცეს საშუალება საარჩევნო უბნებში შესულიყვნენ,” – დასძინა მან.    


 

Back to top button