
ახალი ამბები
ცესკო: სააკაშვილი ხელმეორედ იქნა არჩეული პრეზიდენტად
წინასწარი შედეგებით, მიხეილ სააკაშვილი ხელმეორედ იქნა არჩეული პრეზიდენტად ხმების 52.21%-ით, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 9 იანვარს.
”30 უბნიდან შედეგები კვლავ მისაღებია, თუმცა ეს საერთო სურათს არ შეცვლის,” – განაცხადა მან, ”ეს შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ზოგიერთი უბნის ან ოლქის შედეგები გაბათილდება სასამართლოს მიერ, ან ცესკო-ს გადაწყვეტილებით”.
არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ არსებობს და სააკაშვილი ოფიციალურად გამარჯვებულად 13 იანვარს გამოცხადდება, დასძინა თარხნიშვილმა.