ახალი ამბები

ნატო მიესალმება საქართველოს არჩევნებს

ნატო მიესალმება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ”მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე” და პირობას დებს, რომ გააღრმავებს ”ინტენსიურ დიალოგს” საქართველოსთან.


”ჩვენ მივესალმებით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პირველად შეფასებას, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს იყო ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის რეალური გამოხატულება,” – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 8 იანვარს.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ყველა დარღვევა გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოგვარდეს.


”ნატო განაგრძობს საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის გაღრმავებას და მხარს დაუჭერს ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოებისკენ მიმართულ მცდელობებს,” – განაცხადა მან.

Back to top button