ახალი ამბები

ცესკო-ს წინასწარი მონაცემები მთელი დღის განმავლობაში უცვლელია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე დღეს მთელი დღის განმავლობაში არ განახლებულა კენჭისყრის შედეგების წინასწარი მონაცემები, რომელიც 3 070 უბნიდან მიღებულ შედეგებს ეყრდნობა.


ამ მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს ხმათა 52.1% აქვს მიღებული, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს – 24.98%.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა წინასწარ შეფასებებში აღნიშნა:”შედეგები უფრო დაგვიანებით მოვიდა [ცესკოში], ვიდრე მოსალოდნელი იყო”.


იმავდროულად, ცესკოში ითვლიან იმ ბიულეტენებს, რომელიც კოსოვოდან და ერაყიდან ჩამოიტანეს, სადაც 2 100-მდე სამხედრო მოსამსახურემ მისცა ხმა; ასევე საზღვარგარეთიდან მიღებულ ბიულეტენებსა და დამატებითი სიებით მიცემულ დაახლოებით 38 ათას ხმას.  

Back to top button