
ახალი ამბები
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გადადო
ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ის 8 იანვარს დაგეგმილ საპროტესტო აქციას აღარ ჩაატარებს.
კოალიციამ, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს, განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, და უპირველეს ყოვლისა სასამართლოებს, რათა დაამტკიცოს არჩევნების გაყალბების და საარჩევნო შედეგების მანიპულირების შემთხვევები.
ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3 070 უბნიდან მიღებული შედეგების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ხმების 52%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, ხოლო გაჩეჩილაძემ დაახლოებით 25%.
თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ უბნებში არჩევნების შედეგების მანიპულირების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა; ამიტომ საბოლოო შედეგები შეიძლება შეიცვალოს და სააკაშვილის ხმების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს, თუ მოხდება რამდენიმე სადავო უბნის შედეგების გაბათილება.