ახალი ამბები

ხმების 80%-ს დათვლის შედეგად კვლავ სააკაშვილი ლიდერობს

ხმების 80%-ის დათვლის შედეგად, სააკაშვილი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იმარჯვებს.


7 იანვრის საღამოსთვის ცესკო-მ გამოაქვეყნა 3 025 საარჩევნო უბნის შედეგები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილმა ხმების 51.99% მიიღო, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ – 25.15%.


ოპოზიციური კოალიცია, რომელიც ხმების დათვლის პროცესში დარღვევებზე საუბრობს და არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვს, დღეს საღამოს განცხადების გაკეთებას აპირებს. 

Back to top button