ახალი ამბები

სოლანა 5 იანვრის არჩევნებზე კომენტარს აკეთებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა მიესალმა საქართველოში არჩევნების მშვიდობიან ჩატარებას და განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტულია ხმების სწრაფად დათვლა.


”მინდა მივულოცო ქართველ ხალხს 5 იანვარს ნამდვილად კუნკურენტული საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება,” – განაცხადა მან, ”ახლა პრიორიტეტულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ხმების დათვლა და სწორად იქნას გამოძიებული დარღვევების შესახებ არსებული ყველა განცხადება”.


”ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აწარმოოს დიალოგი, რათა გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნების წინ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს, მათ შორის იმათ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს. ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს წინსვლაში მომდევნო არჩევნებისკენ,”- განაცხადა სოლანამ.   

Back to top button