ახალი ამბები

ხმების 2/3 დათვლილია

7 იანვარს ხმების დაახლოებით 65%-ის დათვლის შედეგად არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს ხმების 51.7%-ით. მას მოსდევს ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმების 25.4%-ით.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა გუშინ ღამით განაცხადა, რომ ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ არჩევნების პირველ ტურშივე მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს და მეორე ტური აღარ გახდება საჭირო. თუმცა, თარხნიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს წინასწარი შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, თუ არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდება ზოგიერთ ოლქში, ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაცია, ან სასამართლო მიიღებს.


ოპოზიციური კოალიცია, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებით მანიპულირებას ცდილობს და მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვს, შეეცდება შედეგების გაბათილებას მიაღწიოს ყველაზე საკამათო უბანში. 
 

Back to top button