ახალი ამბები

გაჩეჩილაძის შტაბის ეზოში ორი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს

დღეს ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ცენტრალური შტაბის ეზოში ორი ასაფეთქებელი ნივთიერება  – 200 გრამი ტროტილი დეტონატორით და პლასტიკი აღმოაჩინეს.


ამის შესახებ კოალიციის შტაბი იტყობინება. ადგილზე ორივე შემთხვევაში გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიცია.


პოლიცია ჯერ-ჯერობით იკვლევს, თუ ზუსტად რა ტიპის ნივთიერებაა აღმოჩენილი.

Back to top button