
ოპოზიუციური კოალიცია მოუწოდებს დამკვირვებლებს არ წამოეგონ პოლიტიკურ ცდუნებას
თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ოპოზიციური კოალიციის წევრია, განაცადა, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ უნდობლობა გამოუცხადოს საერთაშორისო დამკვირვებლებს, თუმცა ამავე დროს მოუწოდა მათ არ წამოეგონ პოლიტიკურ ცდუნებაზე.
”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქვეყანაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის ქართველ ხალხს, და არა რომელიმე ორგანიზაციას, ან დამკვირვებელს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ წამოეგება პოლიტიკურ ცდუნებაზე და იმ პროვოკაციას, რომელიც წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა”.
ამასობაში, ლიტველმა და ესტონელმა დამკვირვებლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საერთო ჯამში იყო დემოკრატიული და სამართლიანი.