ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 56,17% შეადგინა

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 20 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 1 912 943 ანუ 56,17% შეადგინა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.


მისი განცხადებით, ეს მონაცემი  შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთის 44 უბნიდანაც შემოვა მონაცემები.


მისი თქმით, არჩევნები შედგა, მიუხედავად მისი მოსამზადებელი პერიოდის სიმცირისა და ”მცირე დარღვევებისა”.


”ჯერ-ჯერობით არ არის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა არჩევნების დემოკრატიულობას, სამართლიანობას და გამჭირვალობას,”- განაცხადა თარხნიშვილმა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე 300-მდე საჩივარია შესული ცესკოში.

Back to top button