ახალი ამბები

ოპოზიცია საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიდის მცდელობები არჩევნების გასაყალბებლად. მან მხარდამჭერებს 6 იანვარს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.


”ხვალ 2 საათზე, ყველას მოვუწოდებ მოვიდნენ რიყეზე, სადაც ვიზეიმებთ ჩვენ გამარჯვებას. ჩვენ საქართველოს ვკარგავთ და ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ გავიმარჯვეთ,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში.


პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მაისაშვილმა განაცხადა, რომ ისიც შეუერთდება საპროტესტო აქციას. იმავე გადაცემაში საუბრისას, მან განაცხადა: ”მე დავპირდი ჩემს ამომრჩეველს, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე მათი ხმების დასაცავად. ახლა, ეს უნდა გავაკეთოთ. სააკაშვილის რეჟიმი უკანონოა და მე ვიბრძოლებ ჩვენი უფლებების დასაცავად”.  

Back to top button