
მაისაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს
პრეზიდენტობის კანდიდატმა გია მაისაშვილმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო შტაბის მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციური კოალიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ.
”დღევანდელი არჩევნები იყო ფალსიფიცირებული, ეგზით პოლების მეშვეობით მოახდინეს ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური დანგრევა… მე როგორც პასუხიმგებლური პოლიტიკოსი, არ შემიძლია ეს რა დავგმო, არ შემილია არ გამოვიდე ქუჩაში,”- განაცხადა მაისაშვილმა ლევან გაჩეჩილაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
მან ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისაკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ეგზით პოლების შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით: პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში ხმების 53.8%-ით ლიდერობს; მას მოყვება ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმების 28.3%-ით.
”ახლა ოპოზიციას ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ამისათვის საჭიროა მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება,”- განაცხადა მაისაშვილმა.