ახალი ამბები

ეგზით პოლის წინასწარი შედეგებით სააკაშვილი 52,5%-ით ლიდერობს

საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ხმების 52,5%-ით ლიდერობს ეგზით პოლის წინასწარი მონაცემებით, რომელიც 16 საათამდე 7 378  ამომრჩევლის გამოკითხვის საფუძველზე მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.


შემდეგ მოდის ლევან გაჩეჩილაძე 28,5%-ით; ბადრი პატარკაციშვილი 6,0%-ით; შალვა ნათელაშვილი – 5,5%-ით; დავით გამყრელიძე – 3,6%; გია მაისაშვილი – 0,8%-ით და ირინა სარიშვილი – 0,4%-ით.


ყველა კანდიდატი გადახაზა ეგზით პოლში მონაწილეთა 0,9%-მა; ხოლო 23%-ია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უარი თქვა ეგზით პოლში მონაწილეობაზე, მაგრამ მისცა ხმა. 

ეგზით პოლების საბოლოო შედეგები 23 საათისთვის გამოქვეყნდება.

საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, რომლების მონაწილეობდნენ ეგზით პოლის კვლევაში, შესაძლოა საბოლოო პროცენტები შეიცვალოს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია კანდიდატების თანმიმდევრობაში ცვლილებები.

ეგზით პოლები ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით განახორციელა ოთხმა ორგანიზაციამ: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS). საველე სამუშაოებს ექვსი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია – IPM, ACT, სარკე, ISSA, ISR და ARC – ატარებდა.

ოპოზიციამ წინასწარ გამოუცხადა უნდობლობა ეგზით პოლების შედეგებს.

მსგავსი/Related

Back to top button