
ლეიბორისტების შტაბი კანდიდატ ნათელაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს
ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ გააჩნიათ ”ოპერატიული ინფორმაცია” მათი პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმების თაობაზე.
”შტაბი კატეგორიულად მოითხოვს ამ ინფორმაციაზე სპეციალური გამოძიების დაწყებას,”- განაცხადა ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე, ”აგრეთვე მოვითხოვთ სპეციალური პოსტის გახსნას ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და შალვა ნათელაშვილის სახლთან. მთელი პასუხისმგებლობა შემდგომ განვითარებულ პროცესებზე ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას”.
კირთაძემ არ დაასახელა მის მიერ გახმოვანებული ინფორმაციის წყარო, თუმცა აღნიშნა, რომ ორი დღეა რაც მოსალოდნელი ოპერაციის თაობაზე ინტენსიურად აფრთხილებენ ნათელაშვილს.
7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.