
მაისაშვილი უცხოელ დამკვირვებლებს აკრიტიკებს
პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მაისაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელ დამკვირვებელთა უმეტესობა ”უგულისყუროდ ეკიდებიან” არჩევნებს.
”ჩემს მეგობრებზე, უცხოელი დამკვირვებლებზე, რომლებიც თავგამოდებით იბრძვიან იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს აქ, გვეუბნებიან რომ უმრავლესობა უცხოელი დამკვირვებლებისა საერთოდ უგულისყუროდ ეკიდებიან და აქეთ-იქეთ ათვალიერებენ ქვეყანას,”- განაცხადა მაისაშვილმა, ”არანაირი გულისდება, არანაირი პასუხისმგებლობა მათგან არ იგრძნობა საარჩევნო უბნებთან. მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის აქტიური პასუხისმგებლობისა და ოპოზიციური კანდიდატების ხმების დამცველი დამკვირვებლების ხმალაღებული ბრძოლის შედეგად ხდება ჩვენი ხმების დაცვა”.
მან ასევე განაცხადა, რომ უსამართლო გარემო თუ იქნება, რეჟიმი ვერ მიიღებს მშვიდობას და სტაბილურობას – ”სააკაშვილის რეჟიმო მოგვეცი სამართლიანობა, ჩვენ დაგიბრუნებთ მშვიდობას”.