ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია

შუადღისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 16,56% შეადგინა, განაცხადა ცემტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო).


ცესკო-ს სპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ 3:30 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ თბილისში დაახლოებით, 15% შეადგინა.

საქართველოს მასშტაბით აქტივობის თვალსაზრისით ლიდერობს კოდორის ხეობა – 46,64%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 12 საათისთვის დაფიქსირდა სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) – 9,20%.


მან ასევე აღნიშნა, რომ ”რაიმე მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია” და საარჩევნო პროცესი ”დემოკრატიულ და სტაბილურ ვითარებაში მიმდინარეობს”.  

Back to top button