
დამკვირვებელი: რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურ და სტაბილურ ვითარებაში მიმდინარეობს.
”ყველა დარღვევა, რაც აქამდე დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათისაა და ზოგადად არჩევნების პროცესი ნორმალურ და სტაბილურ ვითარებაში მიმდინარეობს,” – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა დღის 3 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ამ ეტაპზე, მინდა მადლობა გადავუხადო ცესკო-ს, რომელიც თანამშრომლობს ჩვენთან და რომელიც ითვალისწინებს ყველა ჩვენ შენიშვნას”.
მან ასევე განაცხადა, რომ შუადღისთვის ამომრჩეველთა მაღალი აქტივობდა დაფიქსირდა – 15%. კიდევ ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ”სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 13% შეადგინა.