ახალი ამბები

დამკვირვებელი: რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს

ზოგადად, არჩევნების პროცესი ”ნორმალურად” მიმდინარეობს, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა მაინც დაფიქსირდა შუადღისთვის, განაცხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა.


კერძოდ, მან განაცხადა, რომ სამგორის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს არ მისცეს პლებისციტის ბიულეტენები. ”მას შემდეგ რაც 160 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, გახსნეს კიდეც ურნა. ჩვენ ვაყენებთ ამ უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს და სამწუხაროდ, მოვითხოვთ უბნის შედეგების გაბათილებას,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ უბანზე ის ამომრჩევლები იყვნენ დარეგისტრირებული, რომელთაც მისამართები არ ეწერათ პირადობის მოწმობებში. 



 

Back to top button