ახალი ამბები

”მე ხმა მივეცი საქართველოს სტაბილურობას”- ბურჯანაძე

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო უბანში განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ”საქართველოს სტაბილურობას, ნატოში გაწევრიანებას და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”.  


”მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მჯერა, რომ ნამდვილად შეძლებს საქართველოს წარმატებულ განვითარებას და ყველა იმ ამოცანების შესრულებას, რაც ჩვენთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ, მიუხედავად მათი ”პოლიტიკური შეხედულებისა” და აღნიშნა, რომ არჩევნების ფარულობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.


”ყველას ხმა იქნება დაცული,”- დასძინა მან. 

Back to top button