ახალი ამბები

გაჩეჩილაძე საზოგადოებას 5 იანვარს გააქტიურებისკენ მოუწოდებს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე საზოგადოებას 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ,  მხარდამჭერებს კი საარჩევნო უბნებთან მობილიზებისკენ მოუწოდებს არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზნით.


”მე მგონია, დასავლეთს არ უნდა აწყობდეს არჩევნების გაყალბების გზით მიღებული საქართველო და არჩევნების გაყალბების გზით მიღებული სააკაშვილი. ჩვენ არ დაუშვებთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მე მოვუწოდებ ჩემს მხარდამჭერებს მორიგეობა დაწესდეს თითოეულ საარჩევნო ყუთთან და უბანზე, რადგან არ მოხდეს ყუთების გატაცებები”. 


მმართველი პარტიის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპონენტებს უარი თქვან საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერების მობილიზების განზრახვაზე, რადგან ეს ”კონფრონტაციისა და პროვოცირების ძალიან მაღალ რისკს” შეიცავს. 


 


 

Back to top button