ახალი ამბები

სააკაშვილს ხმების 60%-ის მიღების იმედი აქვს

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა Financial Times-ს განუცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 60%-ს მოიპოვებს.


”ჩვენთვის უფრო რთული იქნება მეორე ტური,” – იტყობინება 4 იანვარს Financial Times-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ეს არის ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც აქამდე საქართველოში ჩატარებულა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სიტუაცია რთულია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”.  


 

Back to top button