
ახალი ამბები
გამყრელიძე იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტური იქნება
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, რადგან მმართველი პარტიის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა, განაცხადა 3 იანვარს დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატმა.
”არ შემიძლია არ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ არ დაუჯერონ იმ შარლატანურ სოციოლოგიურ კვლევებს და ეგზით პოლებს, რომელიც კეთდება და მზადდება საზოგადოებრივი აზრი იმისთვის, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვებული,” – განაცხადა გამყრელიძემ 3 იანვარს ”რუსთავი 2”-ზე თოქშოუში, ”მე ვარწმუნებ ყველას, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს დღეს ის მხარდაჭერა, რომ მან გაიმარჯვოს პირველ ტურში და მინიმუმ, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში შედგება მეორე ტური და მე აუცილებლად ვიქნები ამ მეორე ტურში”.