ახალი ამბები

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პატიმრები შეიწყალა

212 პატიმრის შეწყალების თაობაზე ბრძანებულებას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ წინა საახალწლოდ მოაწერა ხელი, იტყობინება ქართული მედია.


შეწყალება შეეხო იმ პატიმრებს, ვინც მძიმე დანაშაულის გამო არ იხდიან სასჯელს.


იმავდროულად, კანონით ამნისტიის შესახებ, რომელიც ძალაში დეკემბერში შევიდა, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული 3 ათასამდე პატიმარი ტოვებს ციხეებს.

Back to top button