სააკაშვილი: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი”, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი ახლო მოკავშირე.
სააკაშვილის ეს პასუხი მოჰყვა შეკითხვას, რომელიც მას ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში დაუსვეს მის ყველაზე დიდ შეცდომასთან დაკავშირებით.
ოქრუაშვილი ამჟამად ციხეში იმყოფება გერმანიაში, სადაც ის ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მისი ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლომ 6 იანვრამდე უნდა მიიღოს. პარალელურად საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე. ამ თხოვნით თავდაპირველად ოქრუაშვილმა გერმანიას მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ მას ფრანგული ვიზა ჰქონდა, ეს საქმე საფრანგეთში გადამისამართდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)