We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაცია მედიაცენტრს აყალიბებს

ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეთანხმდა წინასაარჩევნოდ, არჩვნების დღეს და არჩევნების შემდგომ პროცესებში კოორდინაციის აუცილებლობაზე და 26 დეკემბერს მედიაცენტრი ჩამოაყალიბა.


ოთხმა ორგანიზაციამ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა – განაცხადა, რომ მედია ცენტრის მიზანია 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ”დროული და სანდო ინფორმაციის გავრცელება, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათგან შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება”. 

მედია ცენტრს ფინანსურ მხარდაჭერას “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” უწევს.

Back to top button