სააკაშვილი: ჯავახეთში სეპარატისტული განწყობები არ არის
სეპარატისტული განწყობები აღარ არსებობს ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახეთის რეგიონში, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა.
იგი ჯავახეთის რეგიონს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 24 დეკემბერს სტუმრობდა.
”4 წლის წინ, როცა მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ლაპარაკობდა ჯავახეთის სეპარატიზმზე,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”საქართველოს პრეზიდენტი ვერ ჩამოდიოდა ამ რეგიონში. ჩვენი ოფიციალური პირები, ჯარისკაცები, პოლიცია ვერ შედიოდა ჯავახეთში. დღეს ჯავახეთში ნატამალიც კი არ არის სეპარატიზმის; დღეს ჯავახეთი არის საქართველოს აბსოლუტურად შემადგენელი ნაწილი. ეს გავაკეთეთ ისე მშვიდად, ისე წყნარად, ისე აუღელვებლად, ყოველდღიური, დღე და ღამე მუშაობით. ეს ხალხი დღეს აშენებს ჩვენთან ერთად ქართულ სახელმწიფოს. ჯავახეთში დამკვიდრდა ქართული სიმბოლიკა. დღეს ჯავახეთში ქართულად ლაპარაკობს ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე ლაპარაკობდა 4 წლის წინ. აი თუ რამით ვამაყობ მე, ასევე არის ის, რაც გავაკეთე ჯავახეთში და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს კიდევ ერთი უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)