ნინო ბურჯანაძე პატარკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას 18 საათზე გააკეთებს
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს 18 საათზე გააკეთებს საგანგებო განცხადებას პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით.
ამ მასალის საფუძველზე ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში. გელბახიანი ვიდეო-ჩანაწერში საუბრობს 6 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, მასობრივი არეულობის ინსპირირების, არჩევნების ჩაშლის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმებზე.
დღეს ამ საკითხზე ნინო ბურჯანაძესთან უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა განცხადებების გაკეთებისაგან თავი შეიკავეს იმ მოტივით, რომ ხელისუფლების ოფიციალური პოზიციას მოგვიანებით მოქმედი პრეზიდენტი გაახმოვანებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)