ახალი ამბები

ბათუმი გახდება ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალაქი – სააკაშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბათუმი გახდება ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალაქი შავი ზღვის რეგიონში.


სააკაშვილი ბათუმში ამომრჩევლებს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა.


”სოჭი არის ოლიმპიური ქალაქი, სოჭში ახლა იდება მილიარდები,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებს სურთ, რომ სოჭი აქციონ შავ ზღვაზე ყველაზე ლამაზ, ყველაზე წარმატებულ, ყველაზე კარგად მოწყობილ ქალაქად. მე დღეს ვაცხადებ, მე დღეს ვდებ ნიძლავს იმისა, რომ 2013 წლისთვის, როცა იწურება ჩემი მეორე პრეზიდენტობის ვადა, საბოლოო ვადა, მე ვდებ ნიძლავს რუსეთთან, ჩვენ მეგობრებთან, ჩვენ კოლეგებთან რუსეთში, ვდებ ნიძლავს და შემიძლია დავიფიცო და შეიძლება მოგცეთ პირობა, რომ შავი ზღვის ყველაზე ლამაზი ქალაქი, ყველაზე წარმატებული, ყველაზე კარგად აშენებული, ყველაზე მდიდარი ხალხით იქნება არა სოჭი, არამედ იქნება ჩემი ბათუმი და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button