ახალი ამბები

თომას ჰამარბერგი საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეეცადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულთა ბედის და დაკავებულთა საკითხის გარკვევა. 

სწორედ ჰამარბერგის შუამავლობით იქნა განთავისუფლებული რამოდენიმე ქართველი და ოსი პიროვნება ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. ამის გარდა, მან საქართველოში ორი ექსპერტი გააგზავნა, რათა დააკვირდნენ თუ როგორ მიმდინარეობს დაკარგულ პირთა მოძიების პროცესი; აქცენტი იმ სამ ოს პიროვნებაზე კეთდება, რომლებიც 2008 წლის ოქტომბრიდან ითვლებიან დაკარგულებად. სამხრეთ ოსურმა მხარემ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით უნდა იყოს გადაღებული, რომელზეც ეს სამი პიროვნება ჩანს, რომლებსაც უცნობი პირები უყვირიან, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ და ურტყამენ. ცხინვალის თქმით, ეს პირები ქართველი სამართალდაცავები არიან. თუმცა თბილისი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს რომ სამი ოსი პირის დაკარგვასთან სამართალდამცველებს კავშირი არ აქვთ. 

როგორც ”კეთილი ნების გამოხატულება,” ქართულმა მხარემ 30 მარტს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი და რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ყველა ეს ადამიანი ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერსა და 2010 წლის იანვარს შორის პერიოდში დააკავეს. შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისმა აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული ყველა ოსი გაათავისუფლა. ცხინვალში პატიმრობაში კვლავ რჩება დაახლოებით 12 ქართველი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button