ახალი ამბები

ოპოზიციამ საპროტესტო აქცია განაახლა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქციის დაშლის მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო მიტინგებს.


ამჟამად პარლამენტის შენობის წინ კვლავ მოიყარეს თავი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. იქვე არიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.


რუსთაველის გამზირზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როცა აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის დაკავება სცადეს და მათ საპატრულო პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია. ინციდენტის შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე პატრულმა დააკავა. ეს კადრები ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

”დღეს 2 საათზე მოვუწოდებთ ყველას, რომ მოვიდეს პარლამენტთან და დავამთავროთ ეს ხელისუფლება,”- განაცხადა განახლებულ საპროტესტო აქციაზე კოკა გუნცაძემ, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა.


”თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს უსუსურები შეგვაშინებენ, ძალიან ცდებიან,”- განუცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა აქციის მონაწილეებს, ”არავის აქედან ფეხს არ მოიცვლის და კარვებიც გაიშლება”.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button