ახალი ამბები

მოვლენათა ქრონოლოგია

ძირითადი მოვლენები, რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია:


12 სექტემბერი
შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა მიხელ ქარელმა, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. 


14 სექტემბერი
ორმა დეპუტატმა, თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ასევე ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები არიან, მმართველი პარტია დატოვეს.


25 სექტემბერი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის ქიბარ ხალვაშის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
https://civil.ge/geo/article.php?id=16169


იმავე დღეს, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”. მან პრეზიდენტი სააკაშვილი ”ანტი-სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში” და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა.
https://civil.ge/geo/article.php?id=16184


27 სექტემბერი
ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.
https://civil.ge/geo/article.php?id=16213


28 სექტემბერი
პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
https://civil.ge/geo/article.php?id=16234
https://civil.ge/geo/article.php?id=16227


29 სექტემბერი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის ბრალდებები მის მიმართ ყალბია.
https://civil.ge/geo/article.php?id=16231


8 ოქტომბერი
ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები ”პოლიტიკური დივიდენდების მიღებას” ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა, კვლავ გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო.
https://civil.ge/geo/article.php?id=16298


10 ოქტომბერი
ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.
https://civil.ge/geo/article.php?id=16326


11 ოქტომბერი
ოქრუაშვილმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის.
https://civil.ge/geo/article.php?id=16330


17 ოქტომბერი
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა.
https://civil.ge/geo/article.php?id=16373
https://civil.ge/geo/article.php?id=16376


19 ოქტომბერი
ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.  


22 ოქტომბერი
ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ აფრთხილებს.
https://civil.ge/geo/article.php?id=16397


23 ოქტომბერი
რამოდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.
https://civil.ge/geo/article.php?id=16411
 
25 ოქტომბერი
პარტია საქართველოს გზის, თავისუფლების და რესპუბლიკელების ლიდერები სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდნენ. შეხვედრა ათი პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიციის საერთაშორისო მცდელობების ნაწილის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი ზომიერი, ნაკლებად რადიკალური, პოზიცია.
https://civil.ge/geo/article.php?id=16440


28 ოქტომბერი
ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ ”ცივილიზებული გზით” გამართონ აქციები.
https://civil.ge/geo/article.php?id=16452


28 ოქტომბერი
ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.  
https://civil.ge/geo/article.php?id=16463
https://civil.ge/geo/article.php?id=16471


30 ოქტომბერი
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
https://civil.ge/geo/article.php?id=16491
 
1 ნოემბერი
რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
https://civil.ge/geo/article.php?id=16505


2 ნოემბერი
ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
https://civil.ge/geo/article.php?id=16515


3 ნოემბერი
ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნაა.
 https://civil.ge/geo/article.php?id=16521 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button