
დავით ბაქრაძე სოხუმში გაემგზავრება
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე 25 ოქტომბერს სოხუმში გაემგზავრება, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
”ეს იქნება ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი,”- განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს 24 ოქტომბერს, ”ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ ვართ მზად პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზურ მხარესთან”.
შეხვედრა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის სოხუმის ოფისში გაიმართება და მას ასევე დაესწრება გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჟან არნო.
აღნიშნული ვიზიტით წერტილი დაესმება ხანგრძლივ პაუზას ქართულ-აფხაზურ დიალოგში.
სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია შეწყვეტილია. სოხუმი დიალოგის აღდგენის წინაპირობად აყენებდა ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალებისა და ლეგიტიმური მთავრობის გაყვანის მოთხოვნას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)