ახალი ამბები

ოთხ აქტივისტს პატიმრობა მიესაჯა

”თანასწორობის ინსტიტუტის” სამ აქტივისტს და ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ წარმომადგენელს 20 დღიანი პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დამნაშავეებად ცნო. 


პოლიციამ ოთხივე აქტივისტი 16 ოქტომბერს დააკავა. სამართალდამცავების თქმით, საპროტესტო მანიფესტაციისას ისინი რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვას შეეცადნენ. მშვიდობიანი მანიფესტაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლებმა ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button