
ახალი ამბები
ოპოზიცია რეგიონებში საპროტესტო აქციებს იწყებს
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 6 ოქტომბერს გურჯაანში ჩავიდნენ, სადაც ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ.
გურჯაანის აქცია იმ საყოველთაო კამპანიის ნაწილია, რომელიც ათმა ოპოზიციურმა პარტიამ დაიწყო საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარების მოთხოვნით. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, კამპანია 2 ნოემბერს თბილისში მასობრივი საპროტესრო აქციით დასრულდება.
ინფორმაცია აქციის მონაწილეთა შესახებ განსხვავებულია, რადგანაც ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა გურჯაანის ადმინისტრაციის წინ. თუმცა, ”რუსთავი 2”-ის ცნობით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 1 000 ადამიანი მონაწილეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)