ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებელთა მისია: 20 სექტემბრის შეტაკების გამოძიება მიმდინარეობს

20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ Civil.Ge.- ს გაეროს დამკვირვებელთა მისიაში აცნობეს.


დღეს დილით საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იტყობინებოდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის სერგეი ჩაბანის სიტყვებზე დაყრნობით, რომ რუსი სამშვიდობოების და გაეროს დამკვირვებელთა მიერ წარმოებული ერთობლივი გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შეტაკება, რომელსაც ორი აფხაზი მებრძოლი ემსხევრპლა, აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.


თუმცა, გაეროს დამკვირვებელთა მისიის თქმით, ”20 სექტემბრის ინციდენტის, მათ შორის  მისი ადგილბდებარეობის, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button